logo_geo
კონგოში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
- +

12 სექტემბერი. 2019. 16:47

 

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა.  შემთხვევა მოხდა  12 სექტემბრის ღამეს, 3  საათზე. დაღუპულია 50  ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ და „Daily Sabah Africa“ კონგოს ჰუმანიტარული საკითხების და სტიქიასთან ბრძოლის მინისტრ სტივ მბიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 

მინისტრის განცხადებით, დაშავებულია სულ მცირე 23 ადამიანი, თუმცა, დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი რჩება მატარებლის ნამსხვრევებს ქვეშ.

 

ავარია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ტანგანიკას პროვინციაში მოხდა. მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

 

big_banner
არქივი