logo_geo
ესპანეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 სექტემბერი. 2019. 19:06

 

ესპანეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

​საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ევროპული ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხანდაზმული წყვილი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალმოვარდნის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

 

ინციდენტი კასტილია ლა-მანჩას რეგიონში მოხდა. უეცარი წყალმოვარდნა მეზობელ ვალენსიის რეგიონში ორი მდინარის ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ გამოიწვია, რის გამოც ათობით ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

სტიქიის გამო დროებით დაიხურა ახლომდებარე ტერიტორიაზე არსებული სკოლებიც. წყალდიდობის შედეგად რეგიონში შეფერხებაა სარკინიგზო მაგისტრალსა და საავტომობილო გზებზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი