logo_geo
მაიკ პომპეომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე უარი თქვა
- +

13 სექტემბერი. 2019. 11:10

 

 

მაიკ პომპეო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს არ დაიკავებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერზე დაყრდნობით „Reuters“ იტყობინება.

 

„მას სურს, ამ ადგილზე ვინმე სხვა იყოს. არის კიდევ 15 კანდიდატი. ყველას სურს ამ ადგილის დაკავება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯონ ბოლტონს მრჩევლის პოსტზე სწორედ პომპეო ჩაანაცვლებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ბოლტონი პოსტიდან 10 სექტემბერს გადააყენა. გადაწყვეტილების მიზეზად ტრამპმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში უთანხმოება დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი