logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: მე არ მინდა, დონბასში აფხაზეთის და დნესტრისპირეთის სცენარი მივიღოთ
- +

13 სექტემბერი. 2019. 16:38

 

 

„მე არ მინდა, რომ დონბასში აფხაზეთის და დნესტრისპირეთის სცენარი მივიღოთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, იგი სექტემბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ელოდება დონბასში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

„მე არ მინდა, რომ დონბასში აფხაზეთის და დნესტრისპირეთის სცენარი მივიღოთ, სადაც მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან გამყოფ ხაზთან და არ გადაადგილდებიან სადმე სხვაგან, ვინაიდან მათ ამის უფლებას არ მისცემენ. სწორედ ამიტომაც მე ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვუთმობ. ჩვენ ველოდებით „ნორმანდიის ფორმატში“ ოთხი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას. ჩვენ მივმართავთ ჩვენც უცხოელ პარტნიორებს და ველოდებით, რომ ეს შეხვედრა სექტემბრის ბოლომდე შედგება. ჩვენ ამას ვეღარ გავაჭიანურებთ, ვინაიდან ჩვენი ბიჭები ყოველდღე იღუპებიან“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი