logo_geo
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:34

 

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ცნობით, ძლიერი წვიმა რეგიონში უკვე მეორე დღეა, გრძელდება. დაიხურა ორი აეროპორტი, დატბორილია სარკინიგზო მაგისტრალები, ათობით ავტომაგისტრალი და გვირაბები.

 

ვალენსიისა და მურსიის რეგიონებიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული.

 

უამინდობის გამო, მუშაობა შეაჩერეს ალმერიისა და მურსიის აეროპორტებმა.

 

ამასთან, ძლიერი წვიმის გამო, ადიდდა მდინარე სეგურა, რის შედეგადაც დაიტბორა ალიკანტეს ქალაქი ორიუელა, ასევე დატბორვის საფრთხეა ქალაქ მურსიაში.

 

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას და ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

 

 

 

big_banner
არქივი