logo_geo
დონალდ ტრამპი: ეკონომიური ნათურების გამო ფოტოებზე ნარინჯისფერი კანი მაქვს
- +

13 სექტემბერი. 2019. 23:13

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ეკონომიური ნათურების გამო მას ფოტოებსა და ვიდეოებზე ნარინჯისფერი კანი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

ბალტიმორში რესპუბლიკური პარტიის წევრებთან შეხვედრაზე ტრამპმა ყურადღება მიაქცია ახალი ტიპის ნათურას და განაცხადა, რომ ასეთი ნათურები „უფრო ძვირია, ვიდრე ძველებური ხარისხიანი ნათურები“. მისივე თქმით, ახალი ნათურების შუქზე ის ცუდად გამოიყურება.

 

„ნათურები, რომლებსაც ყველგან ვიყენებთ, არ მომწონს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ შუქზე მე ყოველთვის ნარინჯისფერი კანი მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი