logo_geo
დონალდ ტრამპმა კუბას სავაჭრო ემბარგო ერთი წლით გაუხანგრძლივა
- +

14 სექტემბერი. 2019. 14:42

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბას სავაჭრო ემბარგო ერთი წლით, 2020 წლის 20 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელერეპორტი“ ავრცელებს.

 

„მინდა, აღვნიშნო, რომ კუბის წინააღმდეგ მსგავსი ზომების გატარება არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებში“, - იტყობინება თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

შეგახსენებთ, მაისში პრეზიდენტი ტრამპი კუბას დაემუქრა, რომ „უმაღლესი დონის“ სანქციებს დაუწესებდა იმ შემთხვევაში, თუ ჰავანა არ შეწყვეტდა ქმედებებს, რომელიც, ამერიკელი ლიდერის თქმით, მიმართული იყო იქითკენ, რომ ძირი გამოეთხარა ვენესუელას კონსტიტუციისთვის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი