logo_geo
კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა
- +

15 სექტემბერი. 2019. 11:26

 

 

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს.

 

ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა 17 წლის მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

 

პოლიციამ ძებნა რამდენიმე ადამიანზე გამოაცხადა, თუმცა მსროლელთა რაოდენობას სამართალდამცველები ამ ეტაპზე არ ასახელებენ. მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი