logo_geo
აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა
- +

15 სექტემბერი. 2019. 11:08

 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

 

მინისტრის თქმით, აფეთქების შედეგად ნედლი ნავთობის მოპოვება 5,7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საერთო მოცულობის 50%-ს შეადგენს. მისივე განცხადებით, ამ დანაკარგის ნაწილი რეზერვებიდან იქნება კომპენსირებული.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი