logo_geo
ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
- +

15 სექტემბერი. 2019. 12:48

 

ბარსელონაში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან და ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

 

როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

 

ესპანური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

 

ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი