logo_geo
ეგვიპტეში ტერორისტული დაჯგუფება გაანადგურეს
- +

15 სექტემბერი. 2019. 17:02

 

 

 

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფების განადგურების შესახებ იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა.

 

სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების ბიურომ მიიღო ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრი ჯელბანის რაიონში პოლიციასა და სამხედროებზე ტერორისტული თავდასხმების სერიას გეგმავდა. ამავე ინფორმაციით, დაიწყო ტერორისტებზე თვალთვალი და როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ გეგმის განსახორციელებლად, ალყაში მოაქციეს. ტერორისტებმა სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად, ტერორისტილი დაჯგუფების ყველა წევრი განადგურებულია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი