logo_geo
საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე ძლიერი ხანძრის გამო ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა
- +

16 სექტემბერი. 2019. 11:52

 

საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ცეცხლი სახლებთან ახლოს არის და ინციდენტების პრევენციის მიზნით, სოფლებიდან 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი გამოიყვანეს.

 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კუნძულზე გაჩენილ ხანძარს ძლიერი ქარი აძლიერებს. სტიქიას 100-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ოპერაციაში ასევე ჩართულია ორი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი.

 

ზაკინტოსი ათენის დასავლეთით, 300 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი