ინდოეთში, მდინარე გოდავარიზე ტურისტული ბორანის გადაბრუნების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ანდრა პრადეშის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ბორანზე 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.