logo_geo
ინდოეთში ტურისტული ბორანის გადაბრუნების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
- +

16 სექტემბერი. 2019. 12:38

 

ინდოეთში, მდინარე გოდავარიზე ტურისტული ბორანის გადაბრუნების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება.

 

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ანდრა პრადეშის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ბორანზე 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი