logo_geo
დეპარდიე რუსეთს ტოვებს: „თუკი ოდესმე მომენატრება რუსეთში ცხოვრება, შევალ ჩემს აყროლებულ ფარდულში და იქ ვიცხოვრებ“
- +

16 სექტემბერი. 2019. 17:00

 

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით ჩავიდა რუსეთში, დღეს ქვეყანას ნაწყენი ტოვებს და არცთუ ისე სახარბიელო სიტყვებით ამკობს მას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „newrezume“ ავრცელებს.

 

„თუკი ოდესმე ისეთი ცხოვრება მომენატრება, როგორიც რუსეთში მქონდა, აუცილებლად შევალ აყროლებულ ფარდულში საცხოვრებლად“, – აცხადებს დეპარდიე.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მორდოვიაში ბინადრობის ნებართვა აქვს, არასოდეს ჩავა რუსეთში. მან გაყიდა ის ორი სახლი, რომელიც თავის დროზე პუტინმა აჩუქა, გროზნოსა და სარანსკში. გროზნოში მისი სახლი 15 მილიონ რუსულ რუბლად იყო შეფასებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი