logo_geo
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტზე „ბრექსიტის“ გადავადებას არ მოითხოვს
- +

16 სექტემბერი. 2019. 20:58

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე ლიდერებს „ბრექსიტის“ გადავადებას არ მოსთხოვს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ბრექსიტის“ საკითხზე მოლაპარაკებები უნდა გააქტიურდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია ბორის ჯონსონისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაც.

 

ბრიტანეთში ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ევროკავშირს „ბრექსიტის“ გადავადების შესახებ მიმართოს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი