არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს.
შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო. ტელეარხმა ინციდენტის ადგილიდან ტრანსლაცია განახორციელა. მაშველებმა ორი ვეშაპის ზღვაში დაბრუნება შეძლეს.
რა გახდა ვეშაპების სანაპიროზე გამორიყვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში 50-მდე ვეშაპმა წყლიდან ნაპირზე ამოცურა. CBSNews-ის ინფორმაციით, სანაპიროზე მყოფი ათობით ადამიანი ვეშაპების წყალში დაბრუნებას ცდილობდა, თუმაც სამი ვეშაპი მაინც დაიღუპა.