logo_geo
აშშ-ში შშმ პირთა მოვლის ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

17 სექტემბერი. 2019. 03:01

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოვლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. აფეთქება მენის შტატის, ქალაქ ფარმინგტონში მოხდა.

 

არსებული მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის დროს შენობაში იმყოფებოდნენ ქალაქის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გამოძახებაზე მივიდნენ.

 

აფეთქების დროს გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული მეხანძრეა. დაშავებულია ასევე ცენტრის ორი თანამშრომელი.

 

აფეთქების შედეგად დაზიანდა შშმ პირთა მოვლის ცენტრის შენობა და ახლომდებარე სახლები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი