logo_geo
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

17 სექტემბერი. 2019. 10:38

 

 

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

 

 საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის.

 

ისრაელის პრემიერის მთავარი მეტოქე ამ ეტაპზეც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იქნება.

 

როგორც მედიასთან საუბარში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და იორდანეს ველზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება.

 

იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ საკანონმდებლო ორგანოს 61 მანდატია საჭირო.

 

საარჩევნო უბნები 22:00 საათზე დაიხურება.

 

 

 

big_banner
არქივი