logo_geo
„კომერსანტი“ : პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა „ნორმანდიულ ფორმატში“ შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს
- +

17 სექტემბერი. 2019. 10:47

 

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა „ნორმანდიულ ფორმატში“ შესაძლოა, ოქტომბერში შედგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

 

კერძოდ, მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთში ვარაუდობენ, რომ თუ სექტემბერში მოსკოვი და კიევი შეათანხმებენ დონბასში გამყოფი ხაზიდან ძალების გაყვანის ვადებს, ასევე დაამტკიცებენ ე.წ. შტაინმაიერის გეგმის ერთიან რედაქციას, მაშინ ოქტომბერში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ალბათობა არსებობს.

 

აღნიშნულ საკითხებზე მინსკში 18 სექტემბერს კონტაქტური ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

 

„თუ ეს გაკეთდება, ალბათობა, რომ რუსეთისა და უკრაინის რეზიდენტების პირველი შეხვედრა ოქტომბერში, „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტზე შედგეს, 100 პროცენტს მიუახლოვდება“, – წერს გამოცემა „კომერსანტი“.

 

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მისმა მონაწილეებმა ნორმანდიული ოთხეულის – გერმანიის, საფრანგეთის რუსეთისა და უკრაინის სამიტის ჩატარების პირობები უნდა მოამზადონ.

 

ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად სირთულეს წარმოადგენს ის საკითხი, რომ არ არსებობს მისი ოფიციალურად შეთანხმებული, ერთიანი ვარიანტი.

 

 

big_banner
არქივი