logo_geo
Fox News: იასამნისფერი დაისი რუსეთში ამოფრქვეული ვულკანის შედეგია
- +

17 სექტემბერი. 2019. 23:52

 

მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში იასამნისფერი დაისი რუსეთში ამოფრქვეული ვულკანის შედეგია, - წერს Fox News. კერძოდ, კოლორადოელი მკვლევარების მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მზის ჩასვლისას ეს იშვიათი ფერები ივნისში რუსეთში ამოფრქვეულმა ვულკანმა „რაიკოკმა“ („Raikoke“) გამოიწვია.

 

მკვლევარები აცხადებენ, რომ სწორედ მეწამული ცა ადასტურებს, ერთი შეხედვით იზოლირებულ ვულკანურ ამოფრქვევებს თუ როგორი გლობალური შედეგების გამოწვევა შეუძლია.

 

ვულკან „რაიკოკის“ ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ივნისში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმაც კი გადაიღეს. ვულკანი წყნარ ოკეანეში, კურილიის კუნძულების მახლობლად მდებარეობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი