logo_geo
„ჰუმან რაითს ვოჩი“: ამაზონის ტყეში არსებული რესურსების გამო ბოლო ათწლეულში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

18 სექტემბერი. 2019. 01:27

 

 

ამაზონის ტყეში არსებული სხვადასხვა რესურსის გამო ბოლო ათწლეულში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ჰუმან რაითს ვოჩი“ იუწყება.

 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დაღუპულების დიდი ნაწილი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას ემსხვერპლა. აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ტყის არალეგალურ გაჩეხვასთან იყვნენ კავშირში.

 

დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნული მკვლელობებიდან სასამართლომდე მხოლოდ 14-მა შემთხვევამ მიაღწია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს ბრაზილიის პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია. ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრმა დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ კუთხის მთავრობა განსაკუთრებული დატვირთვის მუშაობს.

 

კლიმატის ცვლილების საკვანძო ბარიერის, ამაზონის ტროპიკული ტყის 60 პროცენტი ბრაზილიაში მდებარეობს. ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებული ვითარების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ქვეყნის კოსმოსის კვლევის ცენტრმა 2019 წლის მონაცემების გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონში წელს 94 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 80 პროცენტით მეტია. ამ ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომხდარში ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულეს. მათი თქმით, ბრაზილიის მთავრობის პოლიტიკის გამო გარემო განსაკუთრებით ზარალდება. გახშირებული ხანძრის ერთ-ერთ მიზეზად კი, სწორედ ტყის უკანონო გაჩეხვა სახელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი