logo_geo
აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
- +

18 სექტემბერი. 2019. 23:52

 

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა, წერს „The Hollywood Reporter“.

 

გამოცემა სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კევინ სპეისის ადვოკატებმა 17 სექტემბერს სასამართლოს შეატყობინეს, რომ 11 სექტემბერს მათ ბრალდების მხარემ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების შესახებ აცნობა. საქმის სხვა დეტალები ცნობილი არ არის. მასაჟისტის ოფიციალური სახელი არ ხმაურდება. სარჩელში ის ჯონ დოუს სახელით იყო დარეგისტრირებული. კაცი ამტკიცებდა, რომ 2016 წლის ოქტომბერში კალიფორნიაში, მალიბუში ის სპეისმა მასაჟის სეანსის დროს სექსუალურად შეავიწროვა. კაცმა სასამართლოს სარჩელით 2018 წლის სექტემბერში მიმართა.  

 

2019 წლის ივლისში მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა, რომელსაც ტელეწამყვანის, ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ „BBC“ წერს.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

 

ამ ამბიდან მალევე, კომპანია „Netflix“-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია „Emmy Award“-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის „2017 წლის საპატიო ემი“ აღარ გადაეცა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი