„ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია ერთად უნდა მოითხოვონ“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ისტორიული ასპექტების გათვალისწინება და ზარალის შეფასება.
„თუ არსებობს ზიანი, დაზარალებულები და მსხვერპლი, შესაბამისად არიან დამნაშავეებიც“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რამდენიმე წლის წინ მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის მოთხოვნას ითვალისწინებს.