logo_geo
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია ერთად უნდა მოითხოვონ
- +

19 სექტემბერი. 2019. 00:32

 

„ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია ერთად უნდა მოითხოვონ“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

 

მისი თქმით, აუცილებელია ისტორიული ასპექტების გათვალისწინება და ზარალის შეფასება.

 

„თუ არსებობს ზიანი, დაზარალებულები და მსხვერპლი, შესაბამისად არიან დამნაშავეებიც“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რამდენიმე წლის წინ მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის მოთხოვნას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი