logo_geo
„პუტინის განსადევნად“ მიმავალი შამანი დაუდგენელმა ნიღბიანებმა დააკავეს
- +

19 სექტემბერი. 2019. 11:51

 

 

იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც თვეებია, მოსკოვში ფეხით მიდის კრემლიდან პუტინის „განსადევნად“, წუხელ ირკუტსკისა და ბურიატიის საზღვარზე, ფედერალურ მაგისტრალზე ნიღბიანებმა დააკავეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Znak.com ავრცელებს.

 

„ორი ავტობუსით მოვიდა პოლიცია, ხელები გადაუგრიხეს და თავისი ურიკიანად წაიყვანეს ულან-უდეს მიმართულებით“, – უთხრა გამოცემას გაბიშევის ერთ–ერთმა თანმხლებმა. მისივე თქმით, შამანის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ექსტრემისტული ჯგუფის ორგანიზების მუხლით. გაბიშევის თანამოაზრე დმიტრი კრუკოვი კი ჰყვება, რომ ადგილზე, სადაც შამანი ღამის გასათევად იყო გაჩერებული, რამდენიმე ავტომობილი მივიდა, მათ მაგისტრალი გადაკეტეს და დროებითი ბანაკი დაახლოებით 40 ნიღბიანმა პოლიციელმა მოაქცია ალყაში. „შამანი გაიტაცეს. გააღვიძეს, ჩაცმის უფლებაც არ მისცეს და წაიყვანეს. არ ვიცით, სად არის ახლა. ჩვენი ხალხი მას ულან-უდეში ეძებს“, – დასძენს შამანის თანამოაზრე.

 

ულან–უდეს სასამართლომ გუშინ 10–დღიანი პატიმრობა მიუსაჯა შამანის მომხრეს და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პეტრე დონდუკოვს. მას მიტინგის ჩატარების წესების განმეორებით დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

ცნობილი იაკუტიელი შამანი უკვე რამდენიმე თვეა, ფეხით მიემართება მოსკოვში. მას კრემლიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განდევნა აქვს განზრახული.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი