logo_geo
თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
- +

19 სექტემბერი. 2019. 23:25

 

 

თურქეთში, სტამბოლში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, წერს BBC.

 

დაშავებულია ორი მეხანძრე და საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, ქიმიურ ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ლითონის ბაკი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 

18 სექტემბერს თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი