logo_geo
კვლევა: გამოვლინდა სიმღერები, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის
- +

19 სექტემბერი. 2019. 23:40

 

 

მძღოლები, რომლებსაც მუსიკა ხმამაღლა აქვთ ჩართული და აგრესიულ როკ-მუსიკას უსმენენ ხშირ შემთხვევაში ავტოავარიაში ხვდებიან, წერს NME.

 

ეს ჩინეთში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. მკვლევრებმა პლატფორმა Spotify-ზე სხვადასხვა ჟანრის 96 პოპულარული სიმღერა შეარჩიეს: მშვიდი პოპმუსიკიდან - აგრესიულ როკამდე.

 

კვლევის დროს მოხალისეებს შესთავაზეს გზატკეცილის გავლა სპეციალური ავტომობილით, რომელშიც შერჩეული მუსიკა იყო ჩართული. გაირკვა, რომ მელოდა რომლის რიტმიც წუთში 120 დარტყმისგან შედგებოდა, მძღოლის მიერ ავტომობილის მართვის პროცესზე ნეგატიურად მოქმედებდა.

 

შედარებით მშვიდი მუსიკის მოსმენისას, რომლის რიტმიც წუთში 70 დარტყმისაგან შედგებოდა, მძღოლები ავტომობილს უფრო მშვიდად ატარებდნენ. როცა კვლევაში მონაწილეები უფრო მაღალი რიტმის მუსიკას უსმენდნენ ( წუთში 140 დარტყმა) ავტომობილი უფრო სწრაფად დაჰყავდათ. კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეადგინეს სიმღერების სია, რომლის მოსმენაც საჭესთან ავტოავარიის რისკს ზრდის.

 

აღმოჩნდა, რომ American Idiot-ის Green Day ყველაზე საშიში სიმღერაა, მისი რიტმი წუთში 189 დარტყმას შეიცავს. რამაც მძღოლებს აიძულათ ავტომობილი 8-9 კმ/სთ-ით უფრო სწრაფად ემართათ.

 

TOP 5 სიმღერა, რომელიც ავტოავარიის რისკს ზრდის:

 

American Idiot – Green Day;

Party in the USA – Miley Cyrus;

Mr Brightside – The Killers;

Don’t Let Me Down – The Chainsmokers;

Born to run – Bruce Springsteen.

 

TOP 5 სიმღერა, რომლის მოსმენაც საჭესთან უსაფრთხოა:

 

Stairway to Heaven – Led Zeppelin;

Under the Bridge – Red Hot Chili Peppers;

God’s Plan – Drake;

Africa – Toto;

Location – Khalid.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი