logo_geo
ვაშინგტონში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
- +

20 სექტემბერი. 2019. 10:15

 

 

ვაშინგტონში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი თეთრი სახლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, მე-14 ქუჩისა და კოლუმბიის კვეთასთან მოხდა.

 

დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველთა ეკიპაჟები. პოლიციას ამ დროისთვის ეჭვმიტანილი არ ჰყავს. ინციდენტის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. პოლიცია მოქალაქეებს მიმდებარე ქუჩების შესაძლო გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი