logo_geo
კიევის ცენტრში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა
- +

20 სექტემბერი. 2019. 12:00

 

კიევის ცენტრში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

დემონსტრანტები ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის შესრულებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა ლოზუნგით „ნორმანდიული შეთქმულება – სახელმწიფო ღალატი“.

 

დემონსტრანტები შიშობენ, რომ „შტაინმაიერის ფორმულის“ განხორციელება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფაა.

 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს. თუმცა გეგმის თანახმად, მანამდე დონბასში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 

ბანკოვაიას ქუჩაზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო აღნიშნავს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ეუთო არჩევნებს სამართლიანად აღიარებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი