ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად 40-მდე პალესტინელი დაშავდა.
უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა.
საპროტესტო აქციები ღაზის სექტორში უკვე 75 კვირაა, ყოველ პარასკევ დღეს იმართება. ამ პერიოდის განმავლობაში შეტაკებას 310 პალესტინელი ემსხვერპლა.