logo_geo
რუსეთს ისევ სერიოზული დოპინგ-სკანდალი ელოდება
- +

21 სექტემბერი. 2019. 12:27

 

გერმანულ ტელეარხ „ა-ერ-დე“-ს (ARD) ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა, რომელიც ცნობილია რუსულ სპორტში დოპინგზე დოკუმენტური ფილმებით, საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ეჭვი აქვს, რომ რუსეთმა გააყალბა დოპინგ-სინჯები, რომლებიც მოსკოვის ლაბორატორიაში ინახებოდა და 2019 წლის დასაწყისში გადასცეს WADA-ს.

 

„რუსეთი ეჭვმიტანილია მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემების მანიპულირებაში. შესაბამისმა კომიტეტმა უკვე აცნობა ამის შესახებ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომს. ამ საკითხს მომავალ კვირას ტოკიოში განიხილავენ. რუსეთის მიერ WADA-ს კოდექსის დარღვევის პროცედურა უკვე გაშვებულია“, – დაწერა ზეპელტმა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო გარიცხეს WADA-ს რიგებიდან სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენების მრავალრიცხოვანი ფაქტების გამო. წელს, მაისში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ აღუდგინა რუსეთს წევრობა. ამის ერთ-ერთი პირობა იყო WADA-სთვის მოსკოვის ლაბორატორიის მასალებზე სრული წვდომა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი