logo_geo
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 65 ადამიანია დაკავებული
- +

21 სექტემბერი. 2019. 16:19

 

 

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ 65 ადამიანი დააკავა. შეტაკებები სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სადგურ სენ-ლაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაგზლის შენობაში მოხდა.

 

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

„ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი საპროტესტო აქციები 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ პერმანენტულად მიმდინარეობს. ისინი თავდაპირველად საწვავზე გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ, თუმცა შემდეგ სხვა სოციალური მოთხოვნებიც დაემატა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი