logo_geo
ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

22 სექტემბერი. 2019. 00:28

 

 

 

ალბანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საპორტო ქალაქ დურესში დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

 

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები.

 

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოებს 48 ადამიანმა მიმართა.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ალბანეთში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი