სასტუმროების ქსელ Hilton-ის ერთ-ერთი მფლობელი ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN.
სასტუმროების ქსელს, რომელიც ბარონის მამამ, კონარდ ჰილტონმა დააარსა, ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს.
2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.
ბარონ ჰილტონის შვილიშვილმა პერის ჰილტონმა ბაბუას სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ტექსტი მიუძღვნა.
„ის იყო ლეგენდა“, - წერს პერის ჰილტონი.
სასტუმროების ქსელ Hilton-ის ბრენდი საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს.