logo_geo
ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა
- +

22 სექტემბერი. 2019. 12:21

 

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.

 

მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ორსულობის პერიოდში ქალს ექოსკოპია არ ჩაუტარებია და არსებული პრობლემების შესახებ არ იცოდა.

 

დამატებითი კიდურები ახალშობილის მკერდისა და მუცლის არეში მდებარეობს. ექიმები მათ მოსაშორებლად ოპერაციის ჩატარებას აპირებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი