logo_geo
რუსეთმა პერსპექტიული იარაღის 12 სახეობის წარმოება შეწყვიტა
- +

22 სექტემბერი. 2019. 15:03

 

სირიაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად, რუსეთმა 12 სახეობის პერსპექტიული შეიარაღების წარმოება შეწყვიტა, რაც მათ წარუმატებელ გამოცდას უკავშირდება. 300-მდე სახეობის შეიარაღება კი მოდერნიზებულია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

 

„სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ჩვენ, ბუნებრივია, დიდი ოდენობით ფრენები განვახორციელეთ. შემიძლია გითხრათ, რომ სირიის გამოცდილებით, 300-მდე ტიპის შეიარაღება შეივსო, 12 სახეობა კი, რომლებიც პერსპექტიულად მიიჩნეოდა, უბრალოდ, ამოვიღეთ წარმოებიდან და შეიარაღებიდან“, - განაცხადა შოიგუმ.

 

გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში ოპერაციის მსვლელობისას, აპრობირებულია 231 სახეობა თანამედროვე და მოდერნიზებული შეიარაღებისა, რომლებმაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი