logo_geo
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:19

 

ალბანეთში ორი მიწისძვრის გამო, 105 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.

 

მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებს სწორედ ამ რაოდენობის ადამიანებმა მიმართეს. მათი უმეტესობა უკვე გაეწერა. ამ დროისთვის ტირანასა და დურესის საავადმყოფოში სულ 10 ადამიანი რჩება.

 

შაბათს 6 და 5.3 მაგჰნიტის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც შედარებით ნაკლები სიმძლავრის აფტერშოკები მოჰყვა. შედეგად, რამდენიმე ათეული ძველი შენობა დაინგრა.

 

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არმია უკვე ჩაერთო ნანგრევების დასუფთავების საქმეში. მიმდინარეობს მატერიალური ზარალის დათვლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი