logo_geo
პირველად ისტორიაში, „სკოტლანდ იარდის“ ხელმძღვანელი ქალი გახდა
- +

23 თებერვალი. 2017. 17:02



Press Association-ის ინფორმაციით, პირველად ისტორიაში, ლონდონის საქალაქო პოლიციის, „სკოტლანდ იარდის" ხელმძღვანელი ქალი გახდა.


„სკოტლანდ იარდის" ახალი ხელმძღვანელი 56 წლის კრესიდა დიკი იქნება.

 

„ეს დიდი პასუხისმგებლობა და შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ შევუდგე ლონდონის მოსახლეობის დაცვას", - განაცხადა კრესიდა დიკმა.


კრესიდა დიკი აქამდე ლონდონის პოლიციაში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობდა. 2014 წელს, პოლიციაში მუშაობის 31 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა. 


 

big_banner
არქივი