ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას.
ეს განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა. ჯონსონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთი აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან აპირებს თანამშრომლობას.
ბრიტანეთამდე მომხდარ თავდასხმაში ირანს საუდის არაბეთი და აშშ ადანაშაულებდა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.