logo_geo
ავსტრიაში, სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
- +

23 სექტემბერი. 2019. 17:58

 

 

​ავსტრიის ფედერაციულ მიწაზე, ქალაქ ტიროლის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

აფეთქების შემდეგ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი დაზიანდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი