logo_geo
მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა
- +

24 სექტემბერი. 2019. 01:41

 

 

მექსიკაში მძინარე ვულკანი პოპოკაპეტელი ამოიფრქვა, ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური Twitter-ზე ავრცელებს. 

 

მექსიკის ქალაქ პუებლას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს რომ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიას 12 კილომეტრის რადიუსით მოშორდნენ. ტურისტებმა კი ვულკანის კრატერის დალაშქვრისაგან თავი შეიკავონ.

 

სტატისტიკის თანახმად 24 საათში ვულკანი 7-ჯერ ამოიფრქვა და 152 ჯერ მოხდა ლავის ამოსროლა. ვულკან პოპოკაპეტელის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მექსიკაში 2000 წელს მოხდა, როცა მიმდებარე ტერიტორიებზე მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი