logo_geo
სომხეთის ყოფილი შს მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
- +

24 სექტემბერი. 2019. 12:17

 

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰაიკ ჰარუთუნიანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ძალოვანი უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობას ეხება.

 

ჰარუთიუნიანი კარიერის მანძილზე სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 1999-2003 წლებში იყო შს მინისტრი, ხოლო 2003-2008 წლებში - პოლიციის უფროსი.

 

 

 

big_banner
არქივი