logo_geo
სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- +

24 სექტემბერი. 2019. 14:46

 

სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს.

 

პოლიციის ცნობით, ჰაიკ არუთიუნიანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.

 

მისი გარდაცვალების სავარუდო ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.

 

არუთიუნიანი სომხეთის პოლიციის უფროსად 2003 – 2008 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ჰაიკ არუთიუნიანი 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევის საქმეზე მოწმე იყო. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი