logo_geo
ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს
- +

24 სექტემბერი. 2019. 16:39

 

ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს. თემთა პალატის სპიკერის ჯონ ბერკოუს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ხვალ, 11:30 საათზე განახლდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ დაესწრება.

 

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები კი, პრემიერის გადადგომას ითხოვენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შემდეგ, ანალოგიური განცხადება ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჯო სვინსონმაც გააკეთა.

 

„ის არაკანონიერად მოიქცა და სცადა, გაეჩუმებინა პარლამენტი, სცადა იმ ადამიანების გაჩუმება, ვის აზრსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჯო სვინსონმა.

 

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება უკანონო იყო.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი