ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებაა საჭირო.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს განცხადება ბორის ჯონსონმა ნიუ-იორკში გააკეთა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეას ესწრება.
ჯერ უცნობია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვებს თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ვადაზე ადრე.