logo_geo
დონალდ ტრამპი: ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი
- +

24 სექტემბერი. 2019. 22:21

 

„ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვიდრე ირანი კურსს არ შეიცვლის, თეირანზე დაწესებული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება.

 

„მშვიდობისმოყვარე ერებს უდიდეს საფრთხეს უქმნის ირანის რეპრესიული რეჟიმი. ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი. მისი ლიდერები ხელს უწყობენ ტრაგიკულ ომებს სირიაში და იემენში.

 

აქვს ისტერიული სურვილი შექმნას ბირთვული იარაღი. ჩვენ არასდროს უნდა დავუშვათ, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. საუდის არაბეთზე თავდასხმის შემდეგ, ირანის ცენტრალურ ბანკზე უმკაცრესი სანქციები დავაწესეთ. ვიდრე ირანი ასე იმოქმედებს, სანქციები არ მოიხსნება და უფრო გამკაცრდება. ირანში ამბობენ, რომ ისრაელის განადგურება შესაძლებელია.

 

ამერიკა არასდროს შეეგუება მსგავს ანტისემიტურ სიძულვილს. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელს და მის მეზობლებს სრულად ნორმალიზებული ურთიერთობა ჰქონდეთ. ირანის მოქალაქეები იმსახურებენ მთავრობას რომელიც ზრუნავს სიღარიბის შემცირებაზე, დაასრულებს კორუფციას, არ იპარავს ხალხის ფულს, რომელიც არ ემუქრება სხვა ქვეყნებს. აშშ მზადაა, იმეგობროს ყველასთან, ვინც ნამდვილად ესწრაფვის მშვიდობას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი