logo_geo
დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის გასაჯაროების ბრძანება გასცა
- +

24 სექტემბერი. 2019. 23:29

 

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სკანდალური სატელეფონო საუბარი 25 სექტემბერს გასაჯაროვდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

 

მისი თქმით, საუბრის ჩანაწერი მთლიანად, რედაქტურის გარეშე გამოქვეყნდება.

 

„დარწმუნდებით, რომ ეს ძალიან მეგობრული და წესიერი საუბარი იყო“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

 

სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა.

 

მოგვიანებით თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისთან, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

 

მას შემდეგ კი რაც ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი