logo_geo
დონალდ ტრამპი: ბორის ჯონსონს კარგად ვიცნობ, ის გადადგომას არ აპირებს
- +

25 სექტემბერი. 2019. 11:13

 

 

ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ ქვეყნის ოპოზიციის მოთხოვნას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს.

 

„გეტყვით, მე მას კარგად ვიცნობ. ის არსად მიდის“, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვას.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბრექსიტის განხორციელებას ისეთი ადამიანი სჭირდება, როგორიც ბორის ჯონსონია.

 

თავად ბრიტანეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დადგენილებას აღასრულებს და დღეს პარლამენტი მუშაობას განაახლეს.

 

ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი