logo_geo
თურქეთში აფეთქება მოხდა
- +

25 სექტემბერი. 2019. 13:14

 

 

თურქეთის ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას PRESSTV ავრცელებს.

 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, მიმდინარეობს გამოძიება.

 

თურქეთში მსგავსი აფეთქებები წარსულში ქურთ, ისლამისტ და ულტრამემარცხენე მებრძოლებს აქვთ განხორციელებული.

 

13 სექტემბერს დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 13.

 

მაშინ ადგილობრივმა მთავრობამ და პრეზიდენტმა ერდოღანმა ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულეს, თუმცა, მათ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი